ჩვენს შესახებ
რამდენიმე წლის წინ, შინაგანმა ძიებამ მიგვიყვანა მტკიცე და ღრმა არჩევნამდე – გვექცია სულიერი განვითარება და თვითშემეცნება ჩვენი ცხოვრების ბირთვად. გვწამს, რომ ადამიანი ამ სამყაროში მხოლოდ არსებობისთვის არ მოსულა – ის მოსულია მიჯაჭვულობებისგან გასათავისუფლებლად - გამოღვიძებისთვის.
ამ რწმენამ ჩვენში ცხოვრების ახალი სტილი ჩამოაყალიბა – რითრითული, მშვიდი, შემეცნებითი და უბრალო ყოფა, რომელსაც უზრუნველყოფს ყოველდღიური სიღრმისეული შინაგანი მუშაობა.
რითრით თბილისი – ეს არის ადგილი და გარემო, სადაც შეგიძლიათ მოწყდეთ ყოველდღიურ ხმაურს და შეხვდეთ საკუთარ თავს სიჩუმეში. აქ, ლევან მათითაშვილთან და ჩვენს ოჯახთან ერთად, გეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთოთ სულიერ პროცესში, რომელიც სიმშვიდეს და გათავისუფლებას ემსახურება, ჩვენი კარი კი ღიაა ყველასთვის, ვინც მზად არის სიახლეებისთვის.