როდესაც დიდხანს ვცხოვრობთ მუდმივ სტრესში, პასუხისმგებლობებსა და აჩქარებულ ტემპში, სხეული თანდათან ეჩვევა დაძაბულობას. ის ხდება ჩვენი „ნორმალური“ მდგომარეობა. გვიჭირს მოდუნება, ღრმად დასვენება და საკუთარ თავთან კავშირის შეგრძნება.
ბგერითი თერაპია არის უსაფრთხო გამოცდილება, რომლის დროსაც ერთი საათით შეგიძლიათ შეაჩეროთ ყოველდღიური ხმაური და საკუთარ სხეულს მისცეთ შესაძლებლობა, ბუნებრივ რიტმს დაუბრუნდეს.
როგორ მუშაობს?
ბგერითი თერაპიის დროს გამოიყენება სხვადასხვა მუსიკალური და თერაპიული ინსტრუმენტები, რომელთა ვიბრაციები ქმნის ღრმა, დამამშვიდებელ გარემოს. ადამიანის სხეული უმეტესად წყლისგან შედგება, რის გამოც ვიბრაცია მთელ სხეულში ბუნებრივად ვრცელდება. ბევრი ადამიანი სესიის დროს აღნიშნავს ღრმა მოდუნების, სხეულთან უფრო ძლიერი კავშირის, დაგროვილი დაძაბულობის შემცირებისა და შინაგანი სიმშვიდის გამოცდილებას.
ბგერითი თერაპია არ ცვლის სამედიცინო ან ფსიქოლოგიურ მკურნალობას, თუმცა შეიძლება იყოს ეფექტური დამხმარე პრაქტიკა მათთვის, ვისაც სურს რეგულარული დასვენება, ნერვული სისტემის გადატვირთვა და საკუთარ თავთან უფრო ღრმა კავშირის დამყარება.
ეს პრაქტიკა განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ:
მუდმივად დაძაბულობას ან გადაღლილობას გრძნობთ;
გიჭირთ სრულფასოვანი დასვენება;
გონებაში ბევრი ფიქრი და შფოთვა გაქვთ;
გსურთ უკეთ იგრძნოთ საკუთარი სხეული და ემოციები;
უბრალოდ გჭირდებათ ერთი საათი, რომელიც მთლიანად საკუთარ თავს დაუთმობთ.
გსურთ გამოცდილება რომელიც დაგეხმარებათ ღრმად ჩახვიდეთ საკუთარ თავში და შეეხოთ ისეთ საკითხებს რომლებსაც ცნობიერად ვერ ხედავთ.
გჭირდებათ პასუხები რომლებსაც მიიღებთ საკუთარ გულთან კონტაქტის დამყარებისას.
თითოეული ადამიანის გამოცდილება ინდივიდუალურია, თუმცა მონაწილეები ხშირად აღნიშნავენ:
სხეულის მოდუნებასა და სიმსუბუქის განცდას;
სტრესისა და კუნთოვანი დაჭიმულობის შემცირებას;
გონების დამშვიდებას და მეტ სიცხადეს;
ენერგიის აღდგენისა და ღრმა დასვენების შეგრძნებას;
გაუმჯობესებულ ძილსა და შინაგან სიმშვიდეს.
გაუცნობიერებელი საკითხების მიმართ სიცხადეს.
კითხვებზე პასუხების მიღებას.
ბავშვობის სილაღესთან და თავისუფლებასთან დაბრუნების შეგრძნებას.
როგორ მიმდინარეობს სესია?
სესიები ტარდება თბილისის მახლობლად, კოჯორში მშვიდ და ბუნებრივ გარემოში. პროცესი მიმდინარეობს კომფორტულ გარემოში. თქვენ წევხართ თავისუფალი, მოსახერხებელი ტანსაცმლით, თვალდახუჭული და უბრალოდ ისვენებთ, ხოლო ინსტრუმენტების ბგერები ქმნის გარემოს ღრმა მოდუნებისა და შინაგანი კონცენტრაციისთვის.
სესიის დაჯავშნა შესაძლებელია თქვენთვის მოსახერხებელ ფორმატში:
ინდივიდუალური სესია - მხოლოდ თქვენთვის
წყვილის სესია - პარტნიორთან ერთად
დახურული ჯგუფი - ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისთვის
როგორ მოვემზადოთ?
ტანსაცმელი აირჩიეთ თავისუფალი და კომფორტული ტანსაცმელი. კვება სასურველია სესიამდე დაახლოებით სამი საათით ადრე თავი შეიკავოთ მძიმე საკვებისგან, 1 საათით ადრე კი სითხეებისგან. სესიის შემდეგ რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება და დღის დარჩენილი ნაწილის შედარებით მშვიდ ტემპში გატარება, რათა მიღებული გამოცდილების ინტეგრაციას მისცეთ დრო და საშუალება.
ბგერითი თერაპია არ არის რეკომენდებული:
ორსულობის პირველ ტრიმესტრში;
კარდიოსტიმულატორის ან სხვა ელექტრონული იმპლანტის არსებობის შემთხვევაში;
ეპილეფსიის დროს;
მწვავე ფსიქოზის ან სხვა მწვავე ფსიქიკური მდგომარეობისას;
მწვავე ინფექციური დაავადების ან მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში.
თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ეჭვი გაქვთ, სესიამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
დეტალები
ლოკაცია: კოჯორი ხანგრძლივობა: 60 წუთი ფორმატი: ინდივიდუალური ან ჯგუფური (წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის) ღირებულება: ინდივიდუალური სესია - 150 ₾ ჯგუფური სესია -130 ₾ (ერთ მონაწილეზე 3+ ადამიანის შემთხვევაში)
დაჯავშნა
შეგიძლიათ დაჯავშნოთ სასურველი დრო პირდაპირ ჩვენი ვებ-გვერდიდან ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 598 38 38 27