ზოგჯერ ადამიანი მიდის იმ წერტილამდე, სადაც ხვდება, რომ ძველი გზებით პრობლემის მოგვარება აღარ გამოსდის. შეიძლება ეს იყოს რთული ურთიერთობა, მიჯაჭვულობა, მუდმივად განმეორებადი კონფლიქტი, შიში, კონტროლის მოთხოვნილება, შინაგანი დაძაბულობა ან უბრალოდ განცდა, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც არსებითს ვეღარ ხედავს ადამიანი.
შეხვედრის მიზანია, კონკრეტული პრობლემის მიღმა დაინახო ის შინაგანი მექანიზმები, რომლებიც შეიძლება ისევ და ისევ ქმნიდეს ერთსა და იმავე გამოცდილებას - ურთიერთობებში, მიჯაჭვულობებში, გადაწყვეტილებებში თუ საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში. ხშირად ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ სხვა ადამიანი, გავაკონტროლოთ მოვლენები, თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო ემოციები ან ვიპოვოთ საბოლოო პასუხი კითხვაზე „რა უნდა გავაკეთო?“ თუმცა,ლევანის მიდგომა ხშირად სხვა კითხვით იწყება: რა ხდება სინამდვილეში სანამ მის შეცვლას დავიწყებთ?
შეხვედრის დროს შეიძლება იმუშაოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
რთული ან განმეორებადი ურთიერთობის დინამიკა;
ემოციური და თანადამოკიდებული კავშირები;
დამოკიდებულება და დამოკიდებულ ადამიანთან ურთიერთობა;
კონტროლის მოთხოვნილება და გაშვების სირთულე;
შიში, წყენა, ბრაზი და დანაშაულის განცდა;
პირადი საზღვრები და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა;
განმეორებადი ქცევითი და ურთიერთობის მოდელები;
საკუთარი თავის დაკარგვა ურთიერთობებში;
შინაგანი კონფლიქტი და ცხოვრებისეული კრიზისი;
საკუთარი იდენტობის, მიმართულებისა და ცხოვრების აზრის შესახებ კითხვები.
ეგზისტენციალური საკითხები: ვინ ვარ მე? რატომ დამემართა ეს ცხოვრება? რა მიზანი აქვს ჩემს არსებობას?
მიზანი არ არის უსიამოვნო ემოციის სწრაფად მოშორება ან „სწორი მდგომარეობის“ შექმნა. მიზანია უფრო მკაფიოდ დაინახო საკუთარი რეალობა და ის ადგილი, საიდანაც უკვე შესაძლებელია უფრო თავისუფალი არჩევანის გაკეთება.
ლევან მათითაშვილი არის დამოკიდებულებების კონსულტანტი და ტრანსფორმაციული ტრენერი, მისი მუშაობა აერთიანებს დამოკიდებულებებსა და თანადამოკიდებულებასთან მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას, ცნობიერებაზე დაფუძნებულ მიდგომას და ადამიანის შინაგანი პროცესების სულიერ ხედვას.
შეხვედრა შეიძლება გამოგადგეს, თუ:
ერთი და იგივე პრობლემა ან ურთიერთობის სცენარი შენს ცხოვრებაში მუდმივად მეორდება;
ბევრ ენერგიას ხარჯავ სხვა ადამიანის შეცვლაზე, დახმარებაზე ან გადარჩენაზე;
გიჭირს ურთიერთობის გაშვება, მიუხედავად იმისა, რომ ის გაწუხებს;
დამოკიდებულების ან თანადამოკიდებულების თემასთან გაქვს შეხება;
გიჭირს საკუთარი საზღვრების დანახვა და დაცვა;
ხშირად იღებ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანების მდგომარეობაზე;
გრძნობ, რომ გარეგნულად ყველაფერი შეიძლება წესრიგში იყოს, მაგრამ შინაგანად დაკარგული ხარ;
ცხოვრების გარდამავალ ან კრიზისულ ეტაპზე ხარ და გჭირდება სხვა პერსპექტივიდან დანახვა;
ან უბრალოდ გინდა საკუთარ თავსა და შენს ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს უფრო ღრმად შეხედო.
არ არის აუცილებელი წინასწარ იცოდე, კონკრეტულად „რაზე უნდა იმუშაო“ შეხვედრა შეიძლება სწორედ იმის გარკვევით დაიწყოს, რა არის დღეს შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
შეხვედრის დეტალები ფორმატი: ონლაინ ან პირისპირ ხანგრძლივობა: შეხვედრას მკაცრი დროითი ჩარჩო არ აქვს და სრულდება პროცესის ბუნებრივი დასრულების შესაბამისად. ღირებულება: $100
ინდივიდუალური შეხვედრის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით WhatsApp-ის, Instagram-ის, Facebook-ის ან საკონტაქტო ნომრის საშუალებით: + 995 598 38 38 27