ონლაინ პროგრამა "გამთლიანება"
აღქმის, ენერგიისა და ურთიერთობების გადაფასება
4-კვირიანი ონლაინ პროგრამის მიზანია ვისწავლოთ თავისუფლად და ლაღად ცხოვრება “მოუგვარებელ” პრობლემებთან ერთად.

მიჯაჭვულობა, იდენტობა და როლები
მიჯაჭვულობა არ არის მხოლოდ სხვა ადამიანზე ემოციური დამოკიდებულება. ეს არის ნებისმიერი შინაგანი ძაფი, რომელიც გვაჯაჭვებს გარეგან სამყაროზე, პროფესიულ იდენტობაზე, სხვების აღქმაზე, შედეგების კონტროლსა თუ საკუთარი წარსულის ისტორიებზე.

კურსის მიზანია: დავინახოთ, რომ არ არსებობს ადამიანი მიჯაჭვულობის გარეშე, თუმცა არსებობს მისი სხვადასხვა ფორმა - დამაზიანებელი და არადამაზიანებელი. ამ ფორმების გამიჯვნით მივდივართ მთავარ წერტილამდე: გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ ცნობიერება და არა მიჯაჭვულობებით განპირობებული „მე“. „მე“ შესაძლოა კვლავ იყოს მიჯაჭვული გარკვეულ როლებსა თუ ემოციებზე, თუმცა საკუთარ ჭეშმარიტ არსთან კონტაქტის დამყარებით ვხვდებით, რომ ჩვენ ვართ სივრცე და ცნობიერება, რომელიც ამ ყველაფერს აკვირდება და არა თავად მიჯაჭვული „მე“.

ემოციები, სხეული და ყოველდღიური სარკეები

როდესაც ემოციასა თუ პრობლემას თავისი სახელი არ ჰქვია და ის უბრალოდ რეპრესირებულია, შინაგანი დაძაბულობა პირდაპირ გადადის სხეულზე. ეს ფსიქოსომატური პროცესები დროთა განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს ქრონიკული დაღლილობით, შაკიკით, არტერიული წნევის ცვალებადობით, სახსრებისა თუ გულ-სისხლძარღვთა დაძაბულობით, კუჭ-ნაწლავის პრობლემებითა და იმუნიტეტის დაქვეითებით.

ამ დროს ჩვენი ცნობიერების შეზღუდვა ხშირად სრულიად ჩვეულებრივ, ყოველდღიურ დეტალებში ჩანს:

  • გაღიზიანება საცობში, შუქნიშანზე ან ვინმეს მიერ არასწორად დაყენებული მანქანის გამო.
  • დაძაბულობა სუფრასთან ან ოჯახურ შეკრებაზე პოლიტიკურ, სოციალურ თუ თაობათა შორის აზრთა სხვადასხვაობაზე.
  • შფოთვა და შინაგანი პროტესტი, როდესაც საქმეში ან ოჯახში რაღაც შენი გეგმის მიხედვით არ მიდის.
  • წყენა და ბრაზი, როდესაც ახლობელი შენს ზარს ან შეტყობინებას დროულად არ პასუხობს.
  • გაუცნობიერებელი შურის ან ნაკლოვანების განცდა სხვების „წარმატებული“ ცხოვრებისა და სოციალური ქსელების ყურებისას.
  • დაღლილობა იმის გამო, რომ სხვისი პრობლემების „გადაჭრას“ საკუთარ თავზე იღებ და შემდეგ დაუფასებლობის განცდა გრჩება.
ჩვენ შესაძლოა გვგონია, რომ გვაწუხებს სამსახური, ოჯახი ან პარტნიორი, თუმცა რეალურად ეს მხოლოდ სარკეა, ის გვიჩვენებს, სად გვაქვს დაკარგული შინაგანი საყრდენი. ამ პროგრამის მიზანია, ვისწავლოთ ამ რეაქციების მიღმა საკუთარი ცნობიერების დანახვა, რათა ავტომატურად გათავისუფლდეს როგორც მენტალური მიჯაჭვულობა, ასევე ის ტვირთი, რომელსაც სხეული ატარებს.

პროგრამის სტრუქტურა
პროგრამა შედგება 8 ონლაინ შეხვედრისგან. თითოეული შეხვედრა მოიცავს თემატურ განხილვას, პრაქტიკულ ნაწილს და სურვილის შემთხვევაში, მონაწილეების კითხვებსა და ჯგუფურ გაზიარებას (ინტერაქციული ფორმატი)

  1. ილუზიებიდან გამოსვლა - კონტროლის მცდელობის შეწყვეტა და რეალობასთან პირისპირ შეხვედრა ბრძოლის გარეშე.
  2. მინდობა და შიშის ტრანსფორმაცია - შფოთვისა და შიშის ტრანსფორმაცია ცხოვრების ბუნებრივ დინებასთან მინდობაში.
  3. იდენტობის გაცნობიერება - იმის დანახვა, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი როლები, პროფესია ან სოციალური სტატუსი.
  4. მიჯაჭვულობის გაშვება - სხვების მოლოდინების, წარსულის ისტორიებისა და მოლოდინებისგან გათავისუფლება.
  5. სხეულისა და გულის წმენდა - სხეულში დაგროვებული რეპრესირებული ემოციებისა და დაძაბულობისგან ბუნებრივი გათავისუფლება.
  6. შინაგანი საყრდენი და საზღვრები - თანადამოკიდებულების გაწყვეტა და საკუთარ მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობის აღება.
  7. აწმყოს ცნობიერება - დაბრუნება დამკვირვებლის პოზიციაში, სიმშვიდის პოვნა ფიქრებსა და ემოციებს მიღმა.
  8. სრული გამთლიანება - საკუთარი თავისა და სამყაროს უპირობო მიღება ცნობიერება, როგორც ყოველდღიური მდგომარეობა.

მხარდაჭერა პროგრამის განვლობაში

  • დახურული WhatsApp ჯგუფი: 4-კვირიანი პროცესის განმავლობაში თანაწამყვანი თეა კერესელიძე მუდმივად ხაზზე იქნება გაზიარების, კითხვებისა და შინაგანი პროცესების მხარდაჭერისთვის.
  • ინდივიდუალური მასალები და პრაქტიკები: საჭიროებისამებრ, მონაწილეები მიიღებენ პერსონალურად შეჩეულ დამატებით პრაქტიკებსა და მასალებს.
  • პროგრამის საჩუქარი - ჯგუფური ბგერითი თერაპია თეა კერესელიძესთან: პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებისთვის ჩატარდება 1 ჯგუფური ბგერითი თერაპიის სესია - პროცესის შემაჯამებელი და სხეულებრივ დონეზე ინტეგრაციული ნაწილი (დრო შეთანხმდება ჯგუფთან ერთად)
პროგრამა შეიძლება იყოს შენთვის, თუ:

  • გრძნობ, რომ დიდი ენერგია მიდის საკუთარ თავზე „მუშაობაში“, გაცნობიერებასა თუ ბრძოლაში;
  • ამჩნევ, რომ ყოველდღიური უმნიშვნელო წვრილმანებიც კი არღვევს შენს შინაგან სიმშვიდეს;
  • ხშირად ცხოვრობ სხვა ადამიანების ემოციებითა და პრობლემებით;
  • გიჭირს საკუთარი ენერგიის დაცვა და ბუნებრივი საზღვრების ქონა;
  • გსურს გასცდე როლებს, მიჯაჭვულობებს და იპოვო შინაგანი, უცვლელი საყრდენი.
  • გაინტერესებს საკუთარი შიდა სამყარო.
  • გსურს პიროვნული განვითარება.
წამყვანები

  • ლევან მათითაშვილი - პროგრამის წამყვანი | დამოკიდებულების კონსულტანტი, ტრანსფორმაციული ტრენერი.
  • თეა კერესელიძე - პროგრამის თანაწამყვანი | ცნობიერების, ურთიერთობებისა და თანადამოკიდებულების მიმართულება (თეა ჩართული იქნება სრული ოთხკვირიანი პროცესის განმავლობაში - როგორც შეხვედრებში, ასევე შეხვედრებს შორის მხარდაჭერისა და უკუკავშირის სივრცეში)

ორგანიზაციული დეტალები

ფორმატი: ონლაინ (Zoom)
განრიგი: ორშაბათი-ხუთშაბათი (სულ 8 შეხვედრა)
დრო: 20:00 საათი (ხანგრძლივობა 2 საათი)
ღირებულება: 1500 ლარი


რეგისტრაციის პირობები

  1. ფორმის შევსება არ ნიშნავს ავტომატურ რეგისტრაციას - ჯგუფი ფორმირდება შერჩევის პრინციპით (ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას უარი თქვან რეგისტრაციაზე, თუ პროგრამა არ შეესაბამება კანდიდატის საჭიროებებს)
  2. განაცხადის განხილვის შემდეგ, დადასტურების შემთხვევაში დაგიკავშირდებით დამატებითი დეტალებისთვის.
  3. რეგისტრაციის საბოლოოდ დასადასტურებლად და ადგილის დასაჯავშნად საჭიროა 500 ლარის წინასწარი გადახდა. კურსის დაწყებამდე აუცილებელია დარჩენილი თანხის სრულად დაფარვა.
თანხის დაბრუნების პოლიტიკა:
  • ადგილის დასადასტურებლად გადახდილი წინასწარი თანხა (500 ლარი) არ ბრუნდება.
  • პროგრამის დაწყების შემდეგ გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
📞 საკონტაქტო: +995 598 38 38 27



Made on
Tilda