ეს სესია არ გაჩვენებს გზას, როგორ შეცვალო სხვები - ის შეგახსენებს, რომ დაბრუნება საკუთარ თავთან არის ის ცვლილება რომელსაც ეძებ.
ლევან მათითაშვილი არის სულიერი ტრანსფორმაციის ტრენერი და დამოკიდებულების კონსულტანტი, მისი სწავლება არა თეორიას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას ეყრდნობა. თავისი მრავალწლიანი სულიერ გზისა და ადამიანურ
გამოცდილების მეშვეობით ის გეხმარება, დაინახო რეალობა იმგვარად, როგორიც ის სინამდვილეში არის - მიჯაჭვულობებისა და ფიქრების ზღვარს მიღმა.
“ცხოვრება არის ის რაც არის და არა რეაქცია მასზე”
შეხვედრები შეიძლება დაიწყოს ერთ რომელიმე კონკრეტულ თემაზე, საბოლოოდ კი მივდივართ იმ წერტილამდე, სადაც ადამიანი წყვეტს კითხვების დასმას და იწყებს ხედვას. თითოეულ შეხვედრაზე ლევანი პასუხობს ჯგუფის მიერ დასმულ შეკითხვებს ყოველდღიური ცხოვრებიდან: შიშის, ურთიერთობების, თავისუფლების, ტკივილის, სულიერი გზის ან ეგოს შესახებ. მაგრამ პასუხები არასოდეს მოდის ფორმულების სახით, ისინი იბადებიან დიალოგში.
შეხვედრები ტარდება ოჯახურ, უსაფრთხო გარემოში, შესაბამისად ადგილების რაოდენობა შეზღუდულია – მაქსიმუმ 15 ადამიანი.
ეს საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ სიმყუდროვე და თითოეული ადამიანის მდგომარეობას ინდივიდუალურად მივუდგეთ.
რას მიიღებ სესიიდან:
სესიაზე შენ გეძლევა საშუალება უშუალოდ შეეხო შენს
რეალურ "მე"-ს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო საკუთარი რწმუნებულებები და მისცე შენს თავს უფლება და საშუალება ახალი რაკურსით შეხედო საკუთარ ცხოვრებას თუ სამყაროს.
ეს საუბრები დაგეხმარება დაინახო და ამოიცნო შენში მიჯაჭვულობის მექანიზმები; შეიძენ მრავალ ინსტრუმენტს, რომლებიც დაგეხმარება დაამყარო ახალი, ჯანსაღი კომუნიკაცია შენს ემოციებთან თუ სხვა ადამიანებთან, მართო პრობლემატური სიტუაციები ყოველდღიურ ცხოვრებაში; რაც საბოლოოდ მოგცემს საშუალებას დაიწყო გაცნობიერებული ცხოვრება, ამ მომენტში; დაიწყო სულიერი ტრანსფორმაცია.
ჩვენ გეპატიჟებით უსაფრთხო ოჯახურ სივრცეში, სადაც არაფრის მტკიცება არ გჭირდება და არც არაფერს გიმტკიცებენ, სადაც შენ გიღებენ ისეთს, როგორიც ხარ, სადაც არ გჭირდება ითამაშო.
დეტალები:
ფორმატი: ჯგუფური სესია (შეხვედრა)
ლოკაცია: საქართველო, კოჯორი
ადგილების რაოდენობა: 15
ხანგრძლივობა: 2 საათი
ღირებულება: 70 ლარი
რეგისტრაციისთვის საჭიროა მოგვწეროთ Instagram, Facebook, Whatsapp, Email (რომელიმე გვერდზე) თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, Email-ი, კონკრეტული აქტივობის სახელწოდება და თარიღი რომელზეც გსურთ დასწრება და გადმოგვიგზავნოთ გადახდის ქვითარი.