ბგერითი თერაპია ეს არის
შინაგანი მოგზაურობა, სადაც მუსიკა, ვიბრაცია და ბუნებრივი ხმოვანება იშლება სხეულში, გონებასა და სულში. თითოეული ბგერა ქმნის შინაგან რეზონანსს, რომელიც ხსნის დაჭიმულობას, აღადგენს სულიერ ბალანსს და გვაბრუნებს შინ.
როცა ხმოვან ტალღებს მიჰყავხარ შინაგანი სიმშვიდისკენ
ყველაფერი, რაც არსებობს, ვიბრირებს. ხმა — ეს არის ხილული სამყაროს უხილავი ძალა. ის ანეიტრალებს გონების ხმაურს, ათავისუფლებს სხეულში დაგროვილ ემოციებს.
ბგერითი თერაპია არის ჰოლისტიკური სამკურნალო პრაქტიკა, რომელიც იყენებს სპეციალურად შერჩეულ ბგერებსა და ვიბრაციებს, რათა
შეამციროს სტრესი,
გააღრმავოს სულიერი კავშირი და
დააბალანსოს ენერგეტიკული ნაკადები სხეულში.
რატომ მუშაობს ბგერა ასე ღრმად?ადამიანის სხეული დაახლოებით 70% წყლისგან შედგება, რაც მას განსაკუთრებულად მგრძნობიარეს ხდის ბგერით ტალღებზე. როცა ბგერა სხეულში აღწევს, ის პირდაპირ მოქმედებს უჯრედებზე, ნერვულ სისტემასა და ემოციურ მდგომარეობაზე — არა ინტელექტუალურად, არამედ უშუალოდ, ფიზიოლოგიურ დონეზე.
ნებისმიერი დაავადება არის დისჰარმონიის გამოვლინება. მაგალითად გული რომელიც რიტმულად არ ფეტქავს, დისჰარმონიის ენერგიის მატარებელია.
ბგერა კი ჰარმონიის აღდგენის საშუალებაა. თუ დაავადება დისჰარმონიის გამოვლინებაა, მაშინ ბგერის მეშვეობით ჰარმონიის აღდგენა ჯანმრთელობის გასაღებია.
ბგერები ტვინის ტალღებს ასინქრონიზირებს, ეხმარება
ქსოვილებს რეგენერაციაში და აუმჯობესებს იმუნური
უჯრედების ფუნქციონირებას.
თანამედროვე მუსიკალური თერაპია უშუალოდ უკავშირდება
3000-წლიან შამანურ ტრადიციას, რომელშიც ბგერა სამკურნალო პრაქტიკის განუყოფელი ნაწილი იყო.
დღეს უკვე მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ
მუსიკას აქვს ძლიერი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური
გავლენა ადამიანის განვითარებასა და ქცევაზე.
სესიის სტრუქტურა ბგერითი თერაპია მიმდინარეობს
მშვიდ, მყუდრო გარემოში — ზოგჯერ ღია სივრცეში, ზოგჯერ კი დარბაზში, მონაწილე წევს კომფორტულად, თვალდახუჭული და ისვენებს.
თერაპევტები იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტებსა და ხმოვან ტექნიკებს, მათ შორის:
- ტიბეტური და კრისტალური თასები — ღრმა, სუფთა ვიბრაცია, რომელიც მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ენერგეტიკულ დონეზე
- ელექტრონული მუსიკა — ბგერების ცოცხალი სინთეზი,
- რომელიც ქმნის სივრცულ გამოცდილებას, თითქოს
- მოგზაურობ დროსა და სივრცეში
- ხმის ტონირება — თერაპევტის მიერ ბუნებრივად ნამღერი ხმები, რომლებიც აძლიერებენ სხეულის შინაგან რეზონანსს.
ტრანსფორმაციული ბგერითი მოგზაურობასესიის ერთ-ერთი უნიკალური ფორმაა ხმოვანი მოგზაურობა, რომელიც მიჰყვება სიმბოლურ შიდა მარშრუტს. სესიის მსვლელობის პროცესში თქვენ ხმებით იმოგზაურებთ სხვადასხვა ადგილას. თითოეული ხმოვანი სცენა შეესაბამება კონკრეტულ ენერგეტიკულ პროცესს:
- ტყე — დამიწება, დაცულობის შეგრძნება
- გამოქვაბული — შიდა ჩაღრმავება და მიძინებული ნაწილის გაღვიძება
- ოკეანე / ჩანჩქერი — ემოციური ნწმენდა, ცრემლების გახსნა
- ვულკანი — ტრანსფორმაცია, დაგროვებული ენერგიის ამოტანა
- კოცონი — კათარზისი, გულის გახსნა
ცოცხალი ელექტრონული ხმები ქმნიან ბგერით პეიზაჟებს, და ბგერითი თერაპიის ინსტრუმენტებთან ერთად კომბინაციაში შეყავხარ „შინაგანი განთავისუფლების ციკლში“ — სტრესისგან სიღრმისეულ მოდუნებამდე.
რა გელოდება სესიის შემდეგბგერითი თერაპია ხშირად იწვევს ემოციურ რეაქციას სესიის დროს ან მის შემდეგ.
- შეიძლება მოულოდნელად დაიწყო სიცილი ან წამოგივიდეს ცრემლები
- იგრძნო სხეულის სიმსუბუქე ან მღელვარება
- განიცადო შინაგანი სიცხადე ან სრული სიწყნარე
ეს ყველაფერი ბუნებრივი პროცესის ნაწილია და მიუთითებს იმაზე, რომ სხეული და ენერგია რეზონირებს ბგერაზე — მიმდინარეობს
ფიზიკური, ემოციური და სულიერი წმენდის პროცესი.რას გაძლევს ბგერითი თერაპია?- ფიზიკური და ენერგეტიკული რელაქსაცია
- ტვინის ტალღების დაბალანსება
- ემოციური დეტოქსი
- ენერგეტიკული ცენტრების დაბალანსება/წმენდა
- ძილის ხარისხის გაუმჯობესება
- კონცენტრაციის გაძლიერება
- სულიერი კავშირის გაღრმავება
დეტალები:- ხანგრძლივობა: 60–90 წუთი
- ლოკაცია: საქართველო, კოჯორი
- ფორმატი: ჯგუფური სესიები
- მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია
- გამოცდილება საჭირო არ არის — ყველა სესია ღიაა დამწყებთათვის
- ღირებულება: 70 ლარი
რეგისტრაციისთვის საჭიროა მოგვწეროთ Instagram, Facebook, Whatsapp, Email (რომელიმე გვერდზე) თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, Email-ი, კონკრეტული აქტივობის სახელწოდება და თარიღი რომელზეც გსურთ დასწრება და გადმოგვიგზავნოთ გადახდის ქვითარი.