შამანური სუნთქვა და სადჰუ
ტრანსფორმაციული სესია სხეულის,
სულისა და გონებისთვის
შამანური სუნთქვა ძველისძველი რიტუალია, რომელიც თაობებს გადაეცემოდა, როგორც შინაგანი სამყაროს გასაღები.
სუნთქვა და გულისცემა არის ორგანიზმის მთავარი წამყვანი ენერგიები, ნებისმიერი პროცესის რიტმის მიმცემი.
ამ პრაქტიკის მეშვეობით სუნთქვისა და გულისცემის რიტმის ცვლილებით ვასტიმულირებთ სხვადასხვა მენტალურ, ფიზიოლოგიურ თუ ენდოკრინულ სიტემებს, რაც საშუალებას გაძლევს ყოველგვარი თეორიისა და გააზრების გარეშე დაიწყო მუშაობა საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე.

სადჰუ დაფა (ლურსმნების დაფა) - არის ძველი იოგური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ევრი დანიშნულებისთვის. ლურსმნებზე დგომის დროს მასაჟდება ფეხის გულებში არსებული უამრავი ნეირონი, რაც მთელი სხეულის ნერვული სისტემის ნამოღვიძებას იწვევს, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემები.

შამანური სუნთქვის სესია გეხმარება მაქსიმალურად შეანელო ან გააჩერო ფიქრის პროცესი და აღმოჩნდე შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობაში. ამ დროს იწყება განუცდელი ემოციების ზედაპირზე ამოსვლა, რაც ზოგჯერ სიცილით, ტირილით, ყვირილით ან სხეულის მოძრაობით გამოვლინდება ხოლმე.

რა ხდება შამანური სუნთქვის დროს?

აქტიური რიტმული სუნთქვა მხოლოდ ორგანიზმის ჰიპერვენტილაცია არ არის. ეს არის სტრუქტურირებული პროცესი, რომელიც გეხმარება სხეულის ბუნებრივ რიტმთან სინქრონიზებაში. ტვინის ტალღები გადადის ღრმა რელაქსაციის (თეტა) ან მოდუნების (ალფა) სიხშირეზე, ხოლო ცნობიერება ეშვება ღრმად - შიგნით.

რას შედეგი აქვს შამანურ სუნთქვას?

ემოციური წმენდა
პრაქტიკის დროს იწყება ინტენსიური ემოციური წმენდა, რაც ზოგჯერ ემოციების გამოხატვით გამოვლინდება. თუმცა ეს ხდება ყოველგვარი მენტალური აქტივობის, ფიქრის გარეშე. შენ შეიძლება მოგინდეს ტირილი ან სიცილი ყოველგვარი მიზეზისა და ფიქრის გარეშე.

გონების დამშვიდება
როდესაც ემოციური ტვირთი ტოვებს სხეულს, გონება წყდება ფიქრებს. ჩნდება სივრცე და შენ აღმოჩნდები შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობაში, თითქოს აზრები საერთოდ გაქრა, ან იმდენად უმნიშვნელო გახდა, რომ რეაქციას არ უხდენ.

ნერვული სისტემის განახლება
რიტმული სუნთქვა ასტიმულირებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია მოდუნებაზე და აღდგენით პროცესებზე. სხეული გადადის დამშვიდებულ მდგომარეობაში, ნერვული წნულები იწყებს მოდუნებას, კუნთების დაჭიმულობა მცირდება. შედეგად, შენ აღმოჩნდები ღრმა რელაქსაციურ მდგომარეობაში.

გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების წმენდა
ღრმა სუნთქვა აუმჯობესებს ორგანიზმის ჟანგბადით გამდიდრებას, აჩქარებს სისხლის ცირკულაციას და აძლიერებს გულის მუშაობას. ხსნის სარეზერვო არტერიოლებს, რაც ხელს უწყობს მთელი სხეულის სისხლით თანაბარ მომარაგებას. ასევე აქტიურდება ფილტვები, იმ რეგიონებშიც კი, რომლებიც იშვიათად არის ჩართული სუნთქვაში. ამგვარად სხეული თავისუფლდება დაგროვილი ტოქსინებისგან,
აღდგება ჯანსაღი, ბუნებრივი ვენტილაცია რაც ხშირად სხეულში სიმსუბუქის შეგრძნებას იწვევს.

ვისთვის არის ეს სესია

  • მათთვის, ვინც გრძნობს ტვირთს, სიმძიმეს დაძაბულობას, შებოჭილობას, რომელსაც გონება ვეღარ უმკლავდება
  • ვისაც სურს ემოციური გათავისუფლება და სულიერი განწმენდა
  • ვინც ეძებს ღრმა კავშირს საკუთარ თავსა და სხეულთან

დეტალები
  • ხანგრძლივობა: 1,5 - 2 საათი
  • ფორმატი: ჯგუფური სესიები
  • ლოკაცია: საქართველო, კოჯორი
  • მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია
  • გამოცდილება საჭირო არ არის

როდის არ არის რეკომენდებული სესია
  • ფსიქიატრიული დიაგნოზების (შიზოფრენია, ფსიქოზი) დროს
  • ორსულობის პერიოდში
  • გულის სერიოზული დაავადებების ან მაღალი წნევის შემთხვევაში
  • ეპილეფსიის არსებობისას
სესიის წინ თითოეული მონაწილე იღებს დეტალურ ინსტრუქციას და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურ რეკომენდაციას.

რეგისტრაციისთვის საჭიროა მოგვწეროთ Instagram, Facebook, Whatsapp, Email (რომელიმე გვერდზე) თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, Email-ი, კონკრეტული აქტივობის სახელწოდება და თარიღი რომელზეც გსურთ დასწრება და გადმოგვიგზავნოთ გადახდის ქვითარი.
Made on
Tilda