რა არის რითრითი

ჩვენი ხედვა


ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი ადამიანი თავისი ბუნებით მოწოდებულია არამხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ განვითარებისთვის — ღირებულებების გადახედვის, შინაგანი თავისუფლების მოპოვებისა და სულიერი ზრდისთვის. რეთრითი სწორედ ამ მიზნის გარშემო არის შექმნილი: სივრცე, რომელიც დაგეხმარება რეალობის სხვაგვარად დანახვაში — იქიდან, სადაც პრიორიტეტი ხდება შინაგანი მდგომარეობა და არა მხოლოდ გარეგნული წარმატება.

ჩვენი პრაქტიკები ეფუძნება ღირებულებათა სისტემას, რომელიც სულიერებას, პასუხისმგებლობას, სიმარტივესა და ცნობიერ ცხოვრებას აყენებს პირველ ადგილას - ეს არის ჩვენი ყოველდღიური არჩევანი.


რეთრითების ბირთვს წარმოადგენს ლევან მათითაშვილის სწავლება, რომელსაც მიყავხარ მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლების გზაზე.


რეთრითი როგორც ცხოვრების ეტაპზე ერთ-ერთი ფაზა:


“განდეგილის სტადიას” ახასიათებს თვითდაკვირვებისა და ნებაყოფლობითი მარტოობის ფაზა. ამ ფაზის განმავლობაში, ინდივიდი თავს არიდებს გარე სამყაროს ყურადღების გამფანტველ ფაქტორებს, რათა გააღრმავოს

ახალი გაგება და გააძლიეროს სულიერი კავშირი.


ამ დროის განმავლობაში, “განდეგილი” უფრო მეტ სიახლოვეს ავითარებს

თავის შინაგან “მე"- სთან და უფრო ღრმა კავშირს ღვთაებრივთან. ეს არის

უწყვეტი სწავლისა და სულიერი პრაქტიკების დანერგვის დრო.


ეს გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა ადამიანი იკარგება ყოველდღიურობაში, ვერ ხედავს შიგნით არსებულ ძალას - სინათლეს, ან გრძნობს, რომ მის ცხოვრებას დაკარგული აქვს მიმართულება.

რეთრითი გეხმარებათ ამ "პაუზის" დროს — ხედვის გასწორებაში, გულის გახსნასა და ცნობიერი არჩევანის დაბრუნებაში.


ეს არ არის ადგილი, სადაც მიიღებთ „პოზიტიურ ენერგიას“ რამდენიმე დღით.

ეს არის სიღრმეში ჩასვლის პროცესი, რომლის დროსაც იცვლება თქვენი შეხედულებები და სწორედ აქ იწყება რეალური ტრანსფორმაცია.

ჩვენ არ გთავაზობთ ფორმულებს — არამედ გზას, რომელიც თქვენით უნდა განვლოთ.


რეთრითი — ეს არის დროებითი ჩახსნა ყოფიერებისგან, (თუნდაც რამდენიმე საათი) რათა განიცადოთ ის, რაც მუდმივად იყო არის და იქნება.

ჩვენი თითოეული შეხვედრა მოიცავს პრაქტიკებს — სომატური, ბგერითი, სულიერი ან აზროვნებითი შინაარსის — რომლებიც გეხმარებათ არა

მხოლოდ ფიზიკურ განტვირთვაში, არამედ ღირებულებითი და მსოფლმხედველობითი ტრანსფორმაციის პროცესში.


ეს არ არის დროებითი განტვირთვა — ეს არის შესაძლებლობა შეხედოთ თქვენს ცხოვრებას ახალი პერსპექტივით, გადააფასოთ პრიორიტეტები, გადაამუშაოთ შეხედულებები და განახლებული ენერგიით დაუბრუნდეთ ცხოვრებას.

Made on
Tilda