მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლება -  სულიერი გამოღვიძება
ნამდვილად ბედნიერი ადამიანი, რომ გახდე თავი უნდა დააღწიო საკუთარ შინაგან პროგრამას, შეეშვა რაიმეზე ან ვინმეზე მიჯაჭვულობას.

რაიმეზე ან ვინმეზე მიჯაჭვულობა ეს არ არის სინამდვილე, ეს არ არის ფაქტი.

ესაა რწმენა, ფანტაზია და თავში ადამიანის მიერ დაპროგრამების პროდუქტი
თუ გსურს, ნამდვილად შეცვალო შენი ცხოვრება, დროა განსხვავებულად იმოქმედო.
ეს კურსი არ გაჩვენებს გზას თუ როგორ გადაარჩინო სხვა — ის შეგახსენებს, რომ შენს თავში დაბრუნება უკვე არის გადარჩენა.
ლევან მათითაშვილის ხედვა ეფუძნება პრაქტიკულ სულიერებას — არა თეორიას, არამედ უშუალო, პირად გამოცდილებას.

მისი ძირითადი გზავნილია:
არაფრის პოვნა არ გჭირდება — საკმარისია, შეწყვიტო გაქცევა საკუთარი თავისგან.

💬 ეს კურსი მათთვისაა:

- ვინც დაიღალა საკუთარ თავთან დაპირისპირებით.
- ვისაც აღარ აქვს სურვილი “მორალურად” ან “სულიერად” თავი მოაწონოს სხვებს.
- ვისაც უნდა რეალური თავისუფლება — არა როგორც იდეა, არამედ როგორც ყოველდღიური მდგომარეობა.

🎴
ყოველი მოქმედება — არის შენი პრაქტიკა.
ყოველი მომენტი — შანსი იყო ღმერთთან.


ადამიანის მთავარი დაბრკოლება საკუთარ განვითარებაში ხშირად არის მიჯაჭვულობები—სწორედ ისინი წარმოშობენ ნეგატიურ ემოციებს, შიშებსა და შფოთვას.

🔗 შეიძლება შენც მიჯაჭვული იყო:

ადამიანებზე, წარსულზე, მომავალზე, ფიქრებზე, შეხედულებებსა და წარმოდგენებზე, ტკივილსა და სინანულზე, მოლოდინებზე, ბედნიერების ან ეიფორიის ძიებაზე, სულიერ პრაქტიკებზე, ემოციებზე, პარტნიორზე, ნივთებზე და სხვა უამრავ რამეზე.
როცა გათავისუფლდები ამ მიჯაჭვულობებისგან, შენი ცხოვრება სრულიად ახალი ფერებით შეივსება—იგრძნობ სიმშვიდეს, ბედნიერებასა და ნამდვილ თავისუფლებას.
ჩვენი კურსი დაგეხმარება ამ გზაზე!


რას ისწავლი კურსზე? 🌖

  1. ფიზიკური სხეული და მისი როლი ცხოვრებაში - ემოციების, აზრებისა და ქმედებების ურთიერთკავშირი
  2. ემოციების მართვა და აზრთა სტრუქტურის შეცვლა
  3. მიჯაჭვულობები, როგორც ბარიერები - როგორ ვხვდებით და ვამუშავებთ მათ
  4. ოჯახი და ურთიერთობები - ჯანსაღი კავშირების ფორმირება
  5. სტრესი, როგორც განვითარების რესურსი - სწორი გამოყენების სტრატეგიები
  6. ცხოვრება, როგორც პრაქტიკა - მზადება დაბადებისა და გარდაცვალებისთვის
  7. მიჯაჭვულობები და სულიერების გაღვიძება
  8. ლოგიკა და სული - ბალანსის პოვნა

რას მიიღებ კურსის განმავლობაში? 🌿

  • ისწავლი ემოციების მართვასა და შიშების დაძლევას;
  • გაარკვევ, როგორ მოქმედებს მიჯაჭვულობები აზროვნებასა და ქცევაზე;
  • მიიღებ კონკრეტულ ტექნიკებს მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლებისთვის;
  • შეძლებ ღრმად შეცნო საკუთარი თავი და გამოიყენო ეს ცოდნა ცხოვრებაში;
  • გაიგებ, როგორ აქციო სტრესი ზრდის ინსტრუმენტად;
  • შეისწავლი ფსიქოლოგიური საზღვრების დასახვის მეთოდებს;
  • ისწავლი სხვების მხარდაჭერის ხელოვნებას;
  • ჩამოაყალიბებ ჯანსაღ და თავისუფალ ურთიერთობებს.

რას განვიხილავთ კურსზე?

- როგორ გამოვიღვიძოთ იმ მდგომარეობიდან, სადაც სხვების განკითხვა და “მზრუნველი გადარჩენა” გვაკარგვინებს საკუთარ თავს.
- როგორ დავიწყოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში "ყოფნის" პრაქტიკა — იქ, სადაც აზრი ჩნდება, მაგრამ მას აღარ ვეხებით.
- როგორ აღვადგინოთ კონტაქტი შინაგან ძალასთან — იმ რეალობასთან, რომელიც არასდროს მიგვატოვებს.

გახსოვდეს, რომ შენი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ეს წამია და შენი პასუხისმგებლობაა ამ წამს იყო ბედნიერი.


გელოდება პრაქტიკული სავარჯიშოები, მედიტაციური ტექნიკები და ღრმა, შთამაგონებელი საუბრები, რომლებიც დაგეხმარება გათავისუფლდე მიჯაჭვულობებისგან, შიშებისა და მტკივნეული ემოციებისგან.

გარდა პროგრამაში მოცემული თემებისა, თქვენი ინტერესების მიხედვით განვიხილავთ დამატებით საკითხებსაც.

რატომ ღირს მონაწილეობა?

  • დასწრება თავისუფალია — შეგიძლია დარჩე ანონიმურად და უბრალოდ მოუსმინო;
  • ონლაინ ფორმატი — შეგიძლია ჩაერთო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
  • მცირე ჯგუფი — მხოლოდ 15 ადგილი, რაც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ მიდგომას;
  • ტრენერი —კურსს უძღვება ლევან მათითაშვილი.

ორგანიზაციული დეტალები:

  • შეხვედრები: ორშაბათი და ხუთშაბათი, 20:00–22:00 (საქართველოს დროით)
  • ხანგრძლივობა: 1 თვე, 8 შეხვედრა
  • პლატფორმა: Zoom
  • ღირებულება: 620 ლარი

გაითვალისწინე:

ყველა კითხვა და კომუნიკაცია ანონიმურია.

გელოდებით ჩვენს ოჯახში —აღმოაჩინე თავისუფალი, მშვიდი და ჰარმონიული ცხოვრება! 💫
Made on
Tilda