სუნთქვითი და მედიტაციური პრაქტიკების ონლაინ ჯგუფი
ონლაინ ჯგუფი მათთვის, ვინც შინაგან სიმშვიდეს ეძებს ყოველდღიურ ქაოსში
ეს ჯგუფი არის სივრცე შენთვის — თუ გსურს შეანელო, მოუსმინო საკუთარ სუნთქვას და მშვიდად შეხვდე ცხოვრებას.

სუნთქვითი პრაქტიკები ასუფთავებს ენერგეტიკულ სხეულს ჩახშობილი ბლოკებისგან, აღადგენს სასიცოცხლო ენერგიის ჯანსაღ ცირკულაციას, ასტიმულირებს აღდგენით პროცესებს სხეულში, აუმჯობესებს იმუნურ, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებს და ამზადებს გონებას მედიტაციისთვის.

მედიტაციური სავარჯიშოები ამშვიდებს გონებრივ ქაოსს,
აძლიერებს კონცენტრაციას და გეხმარება, შეინარჩუნო
ფხიზელი ცნობიერება ყოველდღიურობაში.

ეს პრაქტიკები არ არის რეალობისგან გაქცევის მცდელობა —
პირიქით, ჩვენი მიზანია დამიწება, სიმტკიცე და შეგნებული რეაგირება ცხოვრების სირთულეებზე.

ამ ჯგუფში შენ სწავლობ არა უბრალოდ ტექნიკებს, არამედ აყალიბებ ყოველდღიურ ჩვევას — გახდე უფრო სტაბილური, ნაკლებად ემოციურად რეაქტიული და მეტად ფოკუსირებული.

ჯგუფი ღიაა ყველასთვის — არ მოითხოვს წინასწარ გამოცდილებას. საჭიროა მხოლოდ გულწრფელი სურვილი.

განრიგი:

ორშაბათი – 22:00
ოთხშაბათი – 21:00
პარასკევი – 21:00

ჯგუფის წევრობის ღირებულება: 250 ლარი თვეში
Made on
Tilda