ერთ დღიანი რეთრითი
ერთდღიანი რეთრითი არის შესაძლებლობა, რომ გააკეთო პაუზა ყოველდღიური ხმაურისა და დაძაბულობისგან, რათა დაბრუნდე საკუთარ თავთან — სიმშვიდეში, ბუნების წიაღში და ღირებულებების გათვალისწინებით შექმნილ სივრცეში.

ეს დღე შექმნილია იმისთვის, რომ გააღვიძოს შენში ის ნაწილი, რომელიც ხშირად იკარგება რუტინასა და პასუხისმგებლობებში — სიღრმისეულობა, ყურადღება და შინაგანი სიმშვიდე.

ერთდღიანი რეთრითი ლევან მათითაშვილის ხელმძღვანელობით მოიცავს სხვადასხვა ფილოსოფიური და სულიერი სწავლებების ერთობაზე დაფუძნებულ პროცესს, რომელიც ემსახურება ცნობიერების გაზრდას, მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლებასა და ღირებულებებით სავსე ახალი ხედვის მქონე ცხოვრების დაწყებას.
დღის განმავლობაში:
– შეხვედრები და თემატური საუბრები ლევანთან

საუბრები ეფუძნება მრავალწლიან სულიერ გზაზე პრაქტიკულ გამოცდილებას და ემსახურება არა მხოლოდ აზროვნების ცვლილებას, არამედ ღირებულებების გადაფასებას. ეს არ არის თეორია —
არამედ ცოცხალი დიალოგი, სადაც შეძლებთ საკუთარი ხედვის გადაფასებას და
წვდომას იმაზე, რაც იმალება აზრებს მიღმა.

– ტყეში სეირნობა და ბუნებასთან ინტეგრაცია

დღევანდელ სამყაროში ადამიანი და განსაკუთრებით, ქალაქში მცხოვრები ადამიანი საგრძნობლად დაშორებულია ბუნებას და ეს აუცილებლად აისახება ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე,

შენს ნაბიჯებს მიწაზე თან ახლავს გათავისუფლება გარე ხმაურისგან. ყოველი სუნთქვა, თითოეული ხის შრიალი გაბრუნებს სიჩუმეში, სიმშვიდეში. ტყის ბუნებრივ სიჩუმეში, სხეულიც და გონებაც თანდათან იწყებს დამშვიდებას და რაც მთავარია, თქვენ გეძლევათ საშუალება მოუსმინოთ საკუთარ თავს სამყაროს ბუნებრივ რიტმში, ბუნებაში სეირნობის დროს კონცენტრაცია აზრებიდან გადმოგვაქვს სუნთქვაზე, ფერებზე, ყნოსვაზე და სმენაზე, შესაბამისად გონება მშვიდდება და რეალურად ვისვენებთ.

– იოგა და მედიტაცია (ლუკა როგავასთან ერთად)

იოგა და მედიტაცია არ არის მიზანი — ეს არის ინსტრუმენტი.

იოგას ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით სხეული თანდათან თავისუფლდება ხანგრძლივი დაჭიმულობებისგან. კუნთური მეხსიერება ინახავს ინფორმაციას სტრესების, შიშებისა და
ტრავმების შესახებ, რაც აისახება ჩვენს ფიზიკურ სხეულზე. მსუბუქი გაწელვითი ვარჯიშები
ამ დაძაბულობას ხსნის, რაც ავტომატურად ამშვიდებს გონებასაც. ააქტიურებს სისხლის
მიმოქცევას, ამშვიდებს და აღადგენს ნერვულ სისტემას.

ვარჯიშის შემდეგ მედიტაციური პრაქტიკები კიდევ უფრო ასუფთავებს გონებას და შენ
საშუალება გეძლევა გვერდიდან დაინახო საკუთარი თავი, დააფიქსირო აზრები და არ
შეხვიდე მათთან რეაქციაში, გახდე დამკვირვებელი.

– სუნთქვითი პრაქტიკები (ლუკა როგავასთან ერთად)

ყოველდღიური ცხოვრების სტრესი, ტრავმები, დაძაბულობა, ცხოვრების არაჯანსაღი წესი აჩენს
ბლოკებს ჩვენს ენერგეტიკულ სხეულში.

სუნთქვითი პრაქტიკები ასუფთავებს ენერგეტიკულ სხეულს აღნიშნული ბლოკებისგან,
აღადგენს სასიცოცხლო ენერგიის ჯანსაღ მოძრაობას და ათავისუფლებს სივრცეს, რომელიც
შეიძლება ახალი, ჯანსაღი ენერგიით შეივსოს.

სუნთქვითი პრაქტიკები გეხმარება სტრესისა და შინაგანი დაძაბულობისგან გათავისუფლებაში, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს და კრეატიულობას.

– ბგერითი თერაპია (თეა კერესელიძესთან ერთად)

კვლევებმა აჩვენეს რომ ჰარმონია უნივერსალური ბუნებრივი მდგომარეობაა. ნებისმიერი დაავადება
წარმოადგენს დისჰარმონიის გამოვლინებას, მაგალითად გული რომელიც რიტმულად არ ფეთქავს დისჰარმონიული ენერგიის მატარებელია, ბგერა კი ჰარმონიის აღდგენის საშუალებაა.
თუ დაავადება დისჰარმონიის გამოვლინებაა, მაშინ ბგერის მეშვეობით ჰარმონიის აღდგენა ჯანმრთელობის გასაღებია. მუსიკა ეხმარება ადამიანს ქსოვილების რეგენერაციაში და
აუმჯობესებს იმუნური უჯრედების ფუნქციონირებას.

ბგერითი თერაპია იდეალური საშუალებაა სხეულის მოსადუნებლად და გონების დასამშვიდებლად.

ბგერა აღწევს იქ, სადაც სიტყვები ვერ აღწევენ. კრისტალურ და ტიბეტურ თასებთან მუშაობა ქმნის
ხმოვან ვიბრაციას, რომელიც ღრმად ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს კავშირს
გულთან, სხეულთან და ამ მომენთან. ბგერითი თერაპია გეხმარება ფიქრებისგან
გათავისუფლებაში და გაძლევთ საშუალებას უბრალოდ დაისვენოთ.


– გაზიარების წრე და ღია კომუნიკაცია

გაზიარების წრე ქმნის სივრცეს მოსასმენად — როგორც საკუთარი თავის, ისე სხვისი. ამ ფორმატში ისწავლით გამოხატვას, დუმილს, თანაგრძნობას და ყველაზე მთავარს — მოსმენას და ყოფნას
შეუფასებლად ყოველგვარი განსჯის გარეშე.

– ჯანსაღი, ვეგეტარიანული ლანჩი

სულთან კონტაქტის დასამყარებლად სხეულის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია. სიყვარულით მომზადებული, ბალანსირებული ვეგეტარიანული საკვები არამარტო ენერგიის დაბალანსებას
უწყობს ხელს, არამედ სწავლებების უკეთ გაცნობიერებასა და გონებრივ სიცხადესაც.
ჯანსაღი საკვები არის შინაგანი ტრანსფორმაციის განუყოფელი ნაწილი.

– ლურსმნებზე დგომა (Sadhu Board)

ლურსმნებზე დგომა არის ტექნიკა, რომელიც ამაღლებს ენერგიას, ამშვიდებს გონებას და ავითარებს ყურადღებას. იგი გვასწავლის სხეულისა და გონების ჰარმონიას, მიუხედავად ფიზიკური დისკომფორტისა.

– ჯგუფური სიმღერა

ყველა ერთად ვმღერით მუსიკის ფონზე, რაც გვეხმარება საერთო ველის შეკვრაში.


რეთრითის პროცესს მხატვრულად გააფორმებს მხატვარი, რომელიც დღის განმავლობაში თითოეული მონაწილისგან მიღებული შთაბეჭდილებით შექმნის უნიკალურ ნახატს მაისურზე.
ეს არ არის უბრალოდ ნახატის დახატვა — ეს არის ინტუიციური გამოხატულება
იმ შინაგანი პროცესისა, რომელსაც თქვენ ამ დღეს გაივლით.

დღის ბოლოს, თითოეული მონაწილე მიიღებს მისთვის ინდივიდუალურად შექმნილ მაისურს
ნახატით— როგორც სიმბოლოს იმ განცდების, აღმოჩენებისა და იმ შინაგანი მდგომარეობისა,
რასაც ჩვენი ერთ დღიანი რეითრითიდან შინ წაიღებთ.

ამგვარი აქტივობისთვის მნიშვნელოვანია ოჯახური, ინტიმური ატმოსფერო.
ამიტომ რეთრითზე ადგილები შეზღუდულია და დასწრების შესაძლებლობა ექნება მხოლოდ 15 ადამიანს.

არ არის აუცილებელი გქონდეთ რაიმე სულიერი თუ თერაპიული გამოცდილება.
ეს შეიძლება თქვენი პირველი რეთრითი იყოს — და სრულიად ნორმალურია,
თუ ჯერ არ იცით რას უნდა ელოდოთ, ჩვენ დეტალურად გაგაცნობთ სივრცეს, პროცესებს და თითოეულ აქტივობას.

ასევე, არაფერია სავალდებულო — შეგიძლიათ უბრალოდ დაისვენოთ და ჩაერთოთ მხოლოდ იმ აქტივობებში, რაც თქვენთვის სასიამოვნო და საინტერესოა.

ერთ დღიანი რითრითი არის შესაძლებლობა შეხვდეთ საკუთარ თავს ბუნებრივ და უსაფრთხო გარემოში, ღირებულებების გადაფასებისა და შინაგანი სიმშვიდის პროცესში.

  • ადგილების რაოდენობა: 15
  • ღირებულება: 250 ლარი
  • დრო: 10:00 საათიდან 19:00 საათამდე
  • ლოკაცია: საქართველო, კოჯორი

რეგისტრაციისთვის საჭიროა მოგვწეროთ Instagram, Facebook, Whatsapp, Email (რომელიმე გვერდზე) თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, Email-ი, კონკრეტული აქტივობის სახელწოდება და თარიღი რომელზეც გსურთ დასწრება და გადმოგვიგზავნოთ გადახდის ქვითარი.
ტყეში სეირნობა
რეთრითი იწყება ნელა, ბუნებრივად, ტყეში სეირნობით, რაც გეხმარება, შენი კონცენტრაცია გარე სამყაროდან შიგნით მიმართო.



საუბრები ლევანთან
ჯგუფური საუბრები ემსახურება პიროვნულ ზრდას, შინაგან განცდებთან მუშაობასა და მიჯაჭვულობებისაგან განთავისუფლებას. მრავალ წლიან პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნეული სწავლება დაგეხმარება ახალი კუთხით შეხედო საკუთარ თავს და დაიწყო სულიერი ტრანსფორმაცია.
იოგა და მედიტაცია
ფიზიკური სხეულის მსუბუქი ვარჯიში მოგეხმარება რელაქსში, გაააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და დაამასაჟებს ნერვულ სისტემას, მედიტაციური პრაქტიკები კი მოგეხმარება დაამშვიდო გონება და ემოციები.

სუნთქვითი პრაქტიკები
სუნთქვითი პრაქტიკები ემსახურება ენერგეტიკული სხეულის წმენდას ბლოკებისგად და სასიცოცხლო ენერგიის ჯანსაღი ცირკულაციის აღდგენას, რაც შესაბამისად აუმჯობესებს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.
ბგერითი თერაპია
კვარცის კრისტალური და ტიბეტური თასებით ბგერითი თერაპია არის ენერგეტიკული ცენტრების ღრმა წმენდის პროცესი, ელექტრონული ბგერებითა და სხვა ინსტრუმენტებით შექმნილ ატმოსფეროსთან ერთად კომბინაციაში თქვენ შეაბიჯებთ ერთ საათიან მოგზაურობაში, საიდანაც დაბრუნდებით მოდუნებულები, დამშვიდებულები და ამსუბუქებულები, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.
ჯანსაღი სადილი
მცენარეული, მსუბუქი, ნოყიერი და სიყვარულით მომზადებული საკვები.
ერთ დღიანი რითრითების განრიგი
  • 13 სექტემბერი - შაბათი
    10:00 - 19:00
    ფასი 250 ლარი
  • 20 სექტემბერი - შაბათი
    10:00 - 19:00
    ფასი 250 ლარი
  • 27 სექტემბერი - შაბათი
    10:00 - 19:00
    ფასი 250 ლარი
  • 4 ოქტომბერი - შაბათი
    10:00 - 19:00
    ფასი 250 ლარი
  • 11 ოქტომბერი - შაბათი
    10:00 - 19:00
    ფასი 250 ლარი
Made on
Tilda