ინდივიდუალური ბგერითი თერაპია თეა კერესელიძესთან
ღრმა ტრანსფორმაციული მოგზაურობა
ტიბეტური და კრისტალური თასები

ეს ინსტრუმენტები ათასეულობით წელია გამოიყენება სულიერი ბალანსის აღსადგენად. მათი ვიბრაცია გავლენას ახდენს უჯრედულ დონეზე — ხსნის დაჭიმულობას, ანეიტრალებს სტრესის ენერგიას და ააქტიურებს შინაგანი წმენდის პროცესებს.

სესიის ატმოსფერო

სესია მიმდინარეობს მშვიდ, სუფთა, მყუდრო გარემოში.
მონაწილე წევს კომფორტულად, თვალდახუჭული. სხეული დუნდება, გონება კი ნელ-ნელა სუფთავდება ფიქრებისგან.
თერაპევტი თასების დახმარებით ააქტიურებს ენერგეტიკულ ცენტრებს.

რა ხდება სესიის დროს

  • სხეულის ენერგეტიკული ცენტრებზე ზემოქმედება კონკრეტული ვიბრაციების მეშვეობით
  • ნერვული სისტემის დამშვიდება — ფიზიკური დაძაბულობის მოხსნით
  • ბგერითი რეზონანსი, რომელიც ასუფთავებს ენერგეტიკულ ცენტრებს და აღადგენს ენერგიის ბუნებრივ ნაკადს
  • ფიზიკურ სხეულში აღდგენითი პროცესების სტიმულირება

რატომ ინდივიდუალური სესია

როცა სესია შენზეა მორგებული, ხმა ზუსტად იქ მიდის,
სადაც შენ გჭირდება. თერაპევტი ტიბეტურ თასებს ათავსებს უშუალოდ შენს სხეულზე, ამ გზით ვიბრაცია ბევრად უფრო ღრმად აღწევს სხეულში და პროცესიც უფრო ინტენსიურია.

სარგებელი

  • ემოციური განტვირთვა
  • ღრმა ფიზიკური და ნერვული რელაქსაცია
  • ენერგეტიკული ცენტრების დაბალანსება და ენერგიის თავისუფალი მოძრაობა
  • სულიერი სიმშვიდის განცდა
  • ძილისა და კონცენტრაციის გაუმჯობესება
  • ჰოლისტიკური რეგენერაცია ფიზიკური, გონებრივი და ენერგეტიკული დონეზე

დეტალები
  • ლოკაცია: საქართველო,
  • კოჯორი
  • ხანგრძლივობა: 60 წუთი
  • ფორმატი: ინდივიდუალური სესია
  • გამოცდილება საჭირო არ არის
  • ღირებულება: 120

ადგილის დასაჯავშნად/რეგისტრაციისთვის, დაგვიკავშირდით Whatsapp, Instagram, Facebook, Email-ის გვერდებზე (რომელიც თქვენთვის მისაღებია)
Made on
Tilda