კონსულტაცია ლევან მათითაშვილთან
შინაგანი სიმშვიდე არ მოიპოვება გარეთ
ლევანთან შეხვედრა შეიძლება იქცეს იმ გარდამტეხ წერტილად, სადაც იწყება სულიერი ტრანსფორმაცია, დაბრუნება საკუთარ თავთან და სიმშვიდესთან.

ლევანთან კონსულტაციაზე შენ გეძლევა შესაძლებლობა:

  • უსაფრთხოდ და ღიად მოუსმინო საკუთარ თავს
  • გააცნობიერო ძველი მიჯაჭვულობები და გათავისუფლდე მათგან
  • იპოვო მიმართულება და მყარი სულიერი ფესვები მაშინაც კი, როცა გზა ბუნდოვანია
  • და რაც ყველაზე მთავარია — დაიწყო შინაგანი გამოღვიძების პროცესი, რომელიც გრძელდება ყოველდღიურობაში

ლევან მათითაშვილი არის სულიერი ტრანსფორმაციის ტრენერი და დამოკიდებულების კონსულტანტი, მისი სწავლება არა თეორიას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას ეყრდნობა. მრავალწლიანი სულიერ გზისა და ადამიანურ გამოცდილების მეშვეობით ის დაგეხმარება, დაინახო რეალობა იმგვარად, როგორიც ის სინამდვილეში არის — მიჯაჭვულობებისა და ფიქრების მიღმა.

სესია დაგეხმარებათ თუ:

▪️ იმყოფებით ტოქსიკურ ურთიერთობაში
▪️ გიჭირთ ოჯახურ კონფლიქტებთან ან ძველ ტრავმებთან გამკლავება
▪️ ვერ ანებებთ თავს წარსულზე ან მომავალზე ფიქრს
▪️ გაქვთ მიჯაჭვულობა ადამიანებზე, ემოციებზე, აზრებზე
▪️ განიცდით მენტალურ გადაღლილობას, შფოთს, სტრესს, უძილობას
▪️ იტანჯებით დეპრესიით, პანიკური შეტევებით ან ემოციური დაკარგულობით
▪️ გაწუხებთ ეგზისტენციალური შეკითხვები — ვინ ხარ, რატომ ხარ და როგორ უნდა იცხოვრო სინამდვილეში
▪️ თქვენთვის ნაცნობია დაბალი თვითშეფასება, მუდმივი შიდა დიალოგი ან აკვიატებული აზრები.


სესიის დეტალები:

ხანგრძლივობა: 1 საათი
ფორმატი: ონლაინ ან პირისპირ ინდივიდუალური კონსულტაცია
ღირებულება: 150 ლარი

ადგილის დასაჯავშნად/რეგისტრაციისთვის, დაგვიკავშირდით Whatsapp, Instagram, Facebook, Email-ის გვერდებზე (რომელიც თქვენთვის მისაღებია)


Made on
Tilda