როცა ადამიანის გონება განუწყვეტლივ ხმაურობს, სხეული დაჭიმულია, ემოციები კი ჩახშული, ჩუმად ჯდომა და მედიტაცია ხშირად გაუსაძლისი ხდება. სწორედ ამიტომ შექმნა ოშომ
დინამიური მედიტაციის პრაქტიკები, რომლებიც იწყება
მოძრაობით, მოძრაობა სულ უფრო და უფრო ინტენსიური
ხდება, რასაც ბუნებრივად შეყავხარ შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობაში და მედიტაციაც თავისთავად ხდება.
დინამიური მედიტაციის დროს შენ არ გჭირდება დაამშვიდო გონება ან სხეული. პირიქით, აქტიური მოძრაობა და დინამიური სუნთქვა გეხმარება გათავისუფლდე იმ მოგროვებული ემოციებისა თუ სტრესისგან, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს.
ეს არის მოგზაურობა, რომელიც:
- ააქტიურებს და აჯანსაღებს ფიზიკურ სხეულს სუნთქვის, მოძრაობისა და ხმოვანი გამოხატვის გზით
- გათავისუფლებს მოგროვებული, განუცდელი ემოციებისგან და ქმნის შინაგან სივრცეს, სიცარიელეს, რომელსაც ახალი, ჯანსაღი ენერგიით ავსებ.
- გათავისუფლებს სხეულებრივი ბლოკებისგან
- ააქტიურებს შემოქმედებითობას
პრაქტიკის სტრუქტურაოშოს დინამიური მედიტაცია შედგება 5 ფაზისგან:
- ქაოტური სუნთქვა — ინტენსიური, არარითმული სუნთქვა ენერგიის მოსაგროვებლად. ამ ეტაპზე შენ ეხები და განიცდი შენში არსებულ განუცდელ ემოციებს, წარსულის წყენებს თუ მომავლის შიშებს.
- აფეთქება — ემოციების დაუფარავი გამოხატვა მოძრაობითა და ხმებით. ამ ეტაპზე შენ თავისუფლდები ყოველგვარი სიმძიმისგან, შენში არსებული მძიმე ენერგიისგან და ქმნი სივრცეს, სიცარიელეს, რაც განიჭებს სიმსუბუქისა და სილაღირ განცდას.
- ბგერითი ვიბრაციები — ხმის საშუალებით ახალი ენერგიის აქტივაცია. ამ ეტაპზე შეძახილითა და ხტუნვით შენ ააქტიურებ ენერგეტიკულ ცენტრებს და ამ ახლად გაჩენის სივრცეს ავსებ ახალი, ჯანსაღი ენერგიით.
- სიჩუმე — უეცარი გაშეშება. ეს არის სწორედ ის ბუნებრივი შინაგანი სიმშვიდის - მედიტაციის მდგომარეობა, რომელშიც დინამიურ პრაქტიკას ავტომატურად მიყავხარ. ამ ეტაპზე შენ აღმოჩნდები სრულ სიჩუმეში, რომლის დროსაც შენი სხეული და გონება იწყებს განკურნებას.
- ცეკვა/მოძრაობა — ცოცხალი მოძრაობა, სხეულთან კავშირი, ენერგიის გამოხატვა. პრაქტიკას ვასრულებთ ცეკვით ან უბრალოდ სხეულის მძრაობით. ამ გზით შენ ამყარებ ურთიერთობას შენში შემოსულ ახალ ენერგიასთან და სხეულის მოძრაობით ერთვები შემოქმედებით პროცესში.
როგორი გამოცდილებაა დინამიური მედიტაცია?ეს მედიტაცია არ არის მხოლოდ ენერგიის აღდგენის ან დამშვიდების პრაქტიკა, ის გაძლევს საშუალებას შეეხო შენს უსაზღვრო,
თავისუფალ მეს. ეს არის ტრანსფორმაციული პროცესი —
შინაგანი განტვირთვა და ემოციური წმენდა, რომელიც განთავისუფლებს ყოველდღიური ქაოსიდან.
ამ პრაქტიკის დროს შეიძლება იტირო, იყვირო, იცინო ან
იმოძრაო ისე, როგორც ჯერ არ გიმოძრავია, გამოხატო და დაიცალო აგრესიისგან, წყენისგან, ბრაზისგან, ეიფორიისგან — და ეს იქნება შენი განკურნება. ჩახშული ემოციებისაგან დაცლა, ათავისუფლებს
ადგილს კრეატიული და შემოქმედებითი ენერგიისათვის.
ვისთვისაა ეს პრაქტიკა?- მათთვის, ვისაც უჭირს სიჩუმეში საკუთარ თავთან დარჩენა
- მათთვის, ვინც განიცდის ჩაკეტილობას, დაძაბულობას ან უენერგიობას
- ყველასთვის, ვისაც სურს გახსნილი, ცოცხალი ურთიერთობა საკუთარ თავთან
- მათთვის, ვისაც სურს გამოუხატავი ემოციებისაგან განთავისუფლება და სულიერი წმენდა.
დეტალები:- ხანგრძლივობა: 75–90 წუთი
- ფორმატი: ჯგუფი სესიები
- ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
- ლოკაცია: საქართველო, კოჯორი
- გამოცდილება საჭირო არ არის
რეგისტრაციისთვის საჭიროა მოგვწეროთ Instagram, Facebook, Whatsapp, Email (რომელიმე გვერდზე) თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, Email-ი, კონკრეტული აქტივობის
სახელწოდება და
თარიღი რომელზეც გსურთ დასწრება და გადმოგვიგზავნოთ გადახდის ქვითარი.