პრაქტიკები თვითშემეცნებისა და ემოციური წმენდისთვის
განრიგი
  • 19 ოქტომბერი - კვირა
    12:00
    ფასი 150 ლარი
  • 2 ნოემბერი - კვირა
    12:00
    ფასი 150 ლარი
როცა სხეული იწყებს საუბარს, გონება დუმდება
შამანური სუნთქვა, სადჰუ ბორდი და დინამიური მედიტაცია

ეს არის შინაგანი მოძრაობის პრაქტიკა, რომელიც სხეულს, გონებასა და ენერგიას ერთ უწყვეტ პროცესში აერთიანებს.

პროცესი შედგება სამი პრაქტიკისგან, რომლებიც ერთმანეთს ავსებს და იდეალურ შინაგან გარემოს ქმნის ემოციური წმენდისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის. ეს პრაქტიკებია:

  • შამანური სუნთქვა
  • სადჰუ ბორდი
  • ოშოს დინამიური მედიტაცია

შამანური სუნთქვა

სუნთქვა — ეს არის ჩვენი შინაგანი რიტმი, რომელიც ჩვენი სულის ანარეკლია. სუნთქვა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მენტალურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან.

შამანური სუნთქვა არის 30-40 წუთიანი პრაქტიკა, რომელიც ამშვიდებს გონებას და ხსნის ფიზიკურ დაძაბულობას. რიტმული სუნთქვა იქცევა ერთგვარ მედიატორად, რომლის მეშვეობითაც ამყარებ კონტაქტს შინაგან დამკვირვებელთან. ამ მდგომარეობაში აზრებსა და ემოციებს ხედავ გვერდიდან და შეგიძლია დატოვო ისინი ურეაქციოდ.
შედეგად:
  • სხეული ივსება სასიცოცხლო ენერგიით
  • ემოციები მშვიდდება
  • ტვინი გადადის ალფა-ტალღურ მოდუნების მდგომარეობაში
  • სასუნთქი და სისხლის მიმოქცევის სისტემები ბუნებრივად იწმინდება

სადჰუ ბორდი

სადჰუ ბორდი — ძველი იოგური ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება თვითშემეცნების პროცესში.

როცა დგახარ ლურსმნებზე, ტკივილს გადაყავხარ ერთგვარ მდგომარეობაში, სადაც აზრები თავისთავად ჩერდება და შენ აღმოჩნდები “აქ და ახლა”.

როდესაც რჩები ტკივილთან პირისპირ, შენი ფსიქიკა ავტომატურად იწყებს ტკივილისგან გამიჯვნას, შედეგად შენ აღმჩნდები მარტო საკუთარ თავთან, სრულიად გულახდილი. ამ მდგომარეობაში ხშირად პასუხი ეცემა ისეთ საკითხებს, რომლებიც შეიძლება სულ რამდენიმე წუთის წინ ძალიან პრობლემატური გეჩვენებოდა.

სადჰუ ბორდი მოქმედებს როგორც ნერვული სისტემის მასაჟი:

ფეხის გულებში არის ძალიან ბევრი რეცეპტორი, ამ რეცეპტორების აგზნება ლურსმნის წვერებით ნერვულ სისტემას აგდებს მყისიერ შოკურ მდგომარეობაში, ხოლო შემდეგ ერთბაშად ადუნებს მას.

სადჰუ ბორდი ასევე დადებითად მოქმედებს ქრონიკულ ნევრალგიებზე და კუნთებისა და სახსრების ანთებაზე.

დინამიური მედიტაცია

ოშოს დინამიური მედიტაცია არის 5 ეტაპიანი შინაგანი კათარზისი - სრული ემოციური და ენერგეტიკული წმენდის პროცესი:

  1. ქაოტური სუნთქვა — ინტენსიური, არარითმული სუნთქვა ენერგიის მოსაგროვებლად. ამ ეტაპზე შენ ეხები და განიცდი შენში არსებულ განუცდელ ემოციებს, წარსულის წყენებს თუ მომავლის შიშებს.
  2. აფეთქება — ემოციების დაუფარავი გამოხატვა მოძრაობითა და ხმებით. ამ ეტაპზე შენ თავისუფლდები ყოველგვარი სიმძიმისგან, შენში არსებული მძიმე ენერგიისგან და ქმნი სივრცეს, სიცარიელეს, რაც განიჭებს სიმსუბუქისა და სილაღირ განცდას.
  3. ბგერითი ვიბრაციები — ხმის საშუალებით ახალი ენერგიის აქტივაცია. ამ ეტაპზე შეძახილითა და ხტუნვით შენ ააქტიურებ ენერგეტიკულ ცენტრებს და ამ ახლად გაჩენის სივრცეს ავსებ ახალი, ჯანსაღი ენერგიით.
  4. სიჩუმე — უეცარი გაშეშება. ეს არის სწორედ ის ბუნებრივი შინაგანი სიმშვიდის - მედიტაციის მდგომარეობა, რომელშიც დინამიურ პრაქტიკას ავტომატურად მიყავხარ. ამ ეტაპზე შენ აღმოჩნდები სრულ სიჩუმეში, რომლის დროსაც შენი სხეული და გონება იწყებს განკურნებას.
  5. ცეკვა/მოძრაობა — ცოცხალი მოძრაობა, სხეულთან კავშირი, ენერგიის გამოხატვა. პრაქტიკას ვასრულებთ ცეკვით ან უბრალოდ სხეულის მძრაობით. ამ გზით შენ ამყარებ ურთიერთობას შენში შემოსულ ახალ ენერგიასთან და სხეულის მოძრაობით ერთვები შემოქმედებით პროცესში.

ეს მედიტაცია არ არის მხოლოდ ენერგიის აღდგენის ან დამშვიდების პრაქტიკა, ის გაძლევს საშუალებას შეეხო შენს უსაზღვრო, თავისუფალ მეს. ეს არის ტრანსფორმაციული პროცესი — შინაგანი განტვირთვა და ემოციური წმენდა, რომელიც განთავისუფლებს ყოველდღიური ქაოსიდან.

პრაქტიკის დროს შეიძლება იტირო, იყვირო, იცინო ან იმოძრაო ისე, როგორც ჯერ არ გიმოძრავია, გამოხატო და დაიცალო აგრესიისგან, წყენისგან, ბრაზისგან,
ეიფორიისგან — და ეს იქნება შენი განკურნება.

ჩახშული ემოციებისაგან დაცლა, ათავისუფლებს ადგილს კრეატიული და შემოქმედებითი ენერგიისათვის.

დინამიური მედიტაცია ათავისუფლებს დაგროვილი ემოციებისგან,
აღადგენს ენერგეტიკულ ნაკადებს და გაძლევს შინაგან სიცხადეს.

შედეგი

ეს სამი პრაქტიკა კომბინაციაში წარმოადგენს ღრმა ემოციური წმენდისა და ენერგიის აღდგენის პროცესს:

  • შამანური სუნთქვის დროს შენ იცლები ემოციებისგან და აზრებისგან, გრძნობ სიმსუბუქეს როგორც სხეულში, ისე გონებაში.
  • სადჰუ ბორდის მეშვეობით მიწდები, ჩადიხარ ღრმად შიგნით და აღმოჩნდები პირისპირ შენს თავთან
  • ოშოს დინამიური მედიტაციით კი იცლები და თავისუფლდები განუცდელი, დაგროვებული ემოციებისგან, ათავისუფლებ სივრცეს შენს გულში და ავსებ ახალი, შემოქმედებითი ენერგიით

დეტალები:

ხანგრძლივობა: 3,5 საათი
ფორმატი: ჯგუფი სესიები
ადგილების რაოდენობა: 10
ლოკაცია: საქართველო, კოჯორი
ფასი: 150 ლარი
გამოცდილება საჭირო არ არის

რეგისტრაციისთვის საჭიროა მოგვწეროთ Instagram, Facebook, Whatsapp, Email (რომელიმე გვერდზე) თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, Email-ი, კონკრეტული აქტივობის სახელწოდება და თარიღი რომელზეც გსურთ დასწრება და გადმოგვიგზავნოთ გადახდის ქვითარი.
Made on
Tilda